ირაკლი კობახიძე: გაგვიხარდება, თუ იქნება, რაც შეიძლება, მეტი კომუნიკაცია, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 აპრილი 2024, 15:46

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუ იქნება, რაც შეიძლება, მეტი კომუნიკაცია. უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის კრიტიკულ განცხადებას გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ.

„არა მარტო დიპლომატი, ჟოზეფ ბორელი მათ შორის, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჟოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. არის კანონი განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს - კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც, პარტნიორი და მეგობარი. რა თქმა უნდა, ეს ჩარევაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას ვერ მოჰყავს ვერც ერთი არგუმენტი კანონპროექტის საწინააღმდეგოდ.

„ყველა ქვეყანაში ასეა - არის პარლამენტი, არის უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც კანონთან დაკავშირებით დისკუსია წარიმართება, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა - ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, რომ კანონი არის ცუდი, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
არქივი