ირაკლი კობახიძე: თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 აპრილი 2024, 15:03

თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ანუ, 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით გაიჭრა.

„ასე რომ, დღეს გვირაბის გახსნასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ. ახალი 23 კილომეტრიანი გზა, რომელიც ხუთ გვირაბს მოიცავს, მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც ითვალისწინებს. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ანუ, 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა, როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს
ეკა სეფაშვილი აქციის მონაწილეებზე: მათი ეს თვალთმაქცობა ძალიან მალე გამომჟღავნდა, როდესაც წინა დღით გალობდნენ და მეორე დღეს პატრიარქს ლანძღავდნენ
ანრი ოხანაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს - პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას
რატი იონათამიშვილი - არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება
არქივი