სანდრო რაქვიაშვილი - პოლიტიკოსების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს წაართმევენ, ამიტომ მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 აპრილი 2024, 14:37
გიგი უგულავას განცხადებას რაც შეეხება, პოლიტიკოსების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს წაართმევენ და ამიტომ მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით, რათა თავიანთი ამომრჩეველი გაახარონ და ამომრჩევლის აქეთ-იქით გადადინება არ დაუშვან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებაზე.

რაქვიაშვილის თქმით, ხელისუფლების აქცია ოპოზიციას სტიმულს მისცემს, რომ კიდევ უფრო დიდი აქცია მოაწყოს.

„აქციების წინააღმდეგი არ ვარ, რადგან დემოკრატიული პროცესების ნაწილია. განსაკუთრებით, თუ ნებაყოფლობით შეკრებილი ხალხია, აზრის გამოხატვაა. ვნახავთ, რამდენი თბილისელი გამოვა, რადგან რეგიონებიდან პარტაქტივის შეკრება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას თბილისში სათანადო რესურსი არ ჰყოფნის. ხელისუფლების აქცია ოპოზიციას სტიმულს მისცემს, რომ კიდევ უფრო დიდი აქცია მოაწყოს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ის არ მოსწონს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. რაც შეეხება უგულავას, პოლიტიკოსების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს წაართმევენ და ამიტომ მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით, რომ, ერთი მხრივ, თავიანთი ამომრჩეველი გაახარონ და, მეორე მხრივ, ამომრჩევლის აქეთ-იქით გადადინება არ დაუშვან“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ. როგორც მან აღნიშნა: „29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი