მამუკა მდინარაძე - ვერ დავარწმუნეთ პარტნიორები, რომ სააკაშვილი არ კვდებოდა, გვეუბნებოდნენ, რამდენიმე დღე დარჩაო, დღესაც ვერ ვარწმუნებთ, რომ კანონპროექტი არის ეროვნული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 23 აპრილი 2024, 14:35

ვერ დავარწმუნეთ ჩვენ პარტნიორები, რომ მიხეილ სააკაშვილი არ კვდებოდა, გვეუბნებოდნენ, რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი და დემარშით მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცრუე იყო, მაგრამ ამ სიცრუემ ელჩების დემარში გამოიწვია.

„27 ელჩის შესრულებით მოხდა დემარში, მათ თქვეს, რომ სააკაშვილი კვდება და ეს არის წითელი ხაზი თქვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ცოცხალია ხომ ეს კაცი? რატომ ვერ დავარწმუნეთ მაშინ? ხომ სრული სიცრუე იყო, მაგრამ ამ სრულმა სიცრუემ ჩვენი პატივცემული ელჩების დემარში გამოიწვია. მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან, თუ არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს, ეს იქნება ევროკავშირისთვის წითელი ხაზიო. ამის შემდეგ ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარი გასული კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იგივე „წარმატებით“, თუ მის გარეშე ევროკავშირი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა. არადა რამდენიკე თვეში თვითონ დადეს დასკვნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვყოფილვართ პირველ ადგილზე. რატომ ვერ დავარწმუნეთ თქვენი აზრით მაშინ?! იმიტომ, რომ რაღაცების გამო არ დარწმუნდნენ ამაში და დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს. დღესაც არ რწმუნდებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ეს არის ეროვნული, ევროპული სტილის, ამერიკული სტილის კანონი. იგივე მოქმედებს აშშ-ში, იგივე და უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს აშშ-ში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი