გიორგი ცაგარეიშვილი: თურქმენეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის დროზე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენს შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 23 აპრილი 2024, 14:27

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ტურიზმსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

„თურქმენეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის დროზე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენს შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საპარლამენტთაშორისო დონეზე ურთიერთობა. ორი კვირის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შედგა მაღალი დონის ვიზიტი თურქმენეთში, რასაც წინ უძღოდა ასევე საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ურთიერთობები ინტენსიურია, ნაყოფიერია და ასეც გაგრძელდება. საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, თურქმენეთთან ურთიერთობის გაღრმავება და ყველა იმ საშუალების, მათ შორის, „შუა დერეფნად“ წოდებული ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის გამოყენება, აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი
არქივი