ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი არ აპირებს მთიანი ყარაბაღისთვის ომს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 23 აპრილი 2024, 12:33
სომხეთი არ აპირებს მთიანი ყარაბაღისთვის ომს. სომხეთს არანაირი პრეტენზიები არ აქვს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა და იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე გამოვავლინეთ ჩვენი გულწრფელობა დელიმიტაციის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებით. გამოვავლინეთ გულწრფელობა, რადგანაც გავაკეთეთ შემდეგი: დავაფიქსირეთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგას ნაბიჯები, რომ, აზერბაიჯანულ სოფლებში, კერძოდ, საუბარია ოთხ სოფელზე, სადაც ახლა ხალხი არ ცხოვრობს, ხალხის ცხოვრება გახდეს შესაძლებელი.

ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ იმავე პროცესის შედეგად, სომხურ სოფლებში – ბაგანისში, ვოსკეპარში, კირანცში, ბერქაბერში, თანაბრად შესაძლებელი უნდა იყოს სტრესის გარეშე ცხოვრება, რათა ამ ადამიანებმა იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, ეს სწორედ ის წერტილია, რომლის ირგვლივაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს უნდა შეეძლოთ, მშვიდობის თეორიული დღის წესრიგი კონკრეტულ მშვიდობიან რეალობად აქციონ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი