შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას 9 პუნქტში წერს და მერე თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. ევროკავშირმა პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის ჟურნალისტს პრიზიც გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 23 აპრილი 2024, 12:28

მას შემდეგ, რაც ვამხილეთ და პირადად მეც გამოვეხმაურე ამას, საბოლოო ჯამში „ნეტგაზეთს“ მოუწია უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“ არ აქვთ მითითებული ვისგან ფინანსდებიან.

„სწორედ ამას ემსახურება მათ შორის, გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ამ მედიასაშუალების დამფინანსებელი, იმისთვის, რომ შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. მე ეჭვი მაქვს, ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან, გამოცდილება აჩვენებს და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ დგას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, ამიტომ აქაც პრობლემა სწორედ ამაშია, მერე აღმოჩნდება, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება დეზინფორმაციის გავრცელებაზე, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა, აჩვენებს იმ პრობლემას, რომ ერთი მხრივ, როდესაც ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და მერე თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს პრობლემაა და ამაზე საელჩომ უნდა იზრუნოს, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს. ეს შედეგია მათ შორის წახალისების. ჩვენ ვნახეთ, სულ ახლახან, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა მედიასაშუალებებს და პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის პრიზი გადასცეს ადამიანს. ეს რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ახალისებს ასეთ ქმედებებს. ამიტომ პრობლემაა, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტულია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი