შალვა პაპუაშვილი - „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 აპრილი 2024, 12:21

„ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, სწორედ ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა.


პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.


„მას შემდეგ, რაც ვამხილეთ, პირადად მეც გამოვეხმაურე, მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას. სხვათა შორის, „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ არ აქვს მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს. სწორედ მათ შორის ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მედიასაშუალების, რათა შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. როგორც წესი, როგორც გამოცდილება აჩვენებს, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან დგას აშშ-ის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი და ევროპის დემოკრატიის ფონდი – NED-ი და EED-ი. ამიტომ, პრობლემა სწორედ ამაშია, როგორც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, ევროკავშირის ფული იხარჯება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ერთი მხრივ, ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და შემდეგ თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს პრობლემა არის და ამაზე უნდა იზრუნოს საელჩომ, თუმცა, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს. ეს შედეგია, მათ შორის წახალისებისა.


ჩვენ ახლახან ვნახეთ, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა სხვადასხვა მედიასაშუალებას, პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის გადასცეს პრიზი ადამიანს. ეს შემდეგ ახალისებს ასეთ ქმედებებს. ამიტომ, პრობლემა არის, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციული, პროპაგანდისტულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან“. მოგვიანებით,  განცხადება გაავრცელეს გამოცემებმა „ნეტგაზეთმა“ და „ბათუმელებმა“, სადაც აღნიშნავენ, რომ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში „შეცდომა დაუშვეს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი