გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ, რას აპროტესტებთ, რისთვის კრებთ ადამიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 23 აპრილი 2024, 11:17

29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ, რას აპროტესტებთ, რისთვის კრებთ ადამიანებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


გიორგი ვაშაძემ კომენტარი გააკეთა 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.


„რას აპროტესტებთ, რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები საქართველოში. ეს ხომ თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? თუ კონტრაქციას უკეთებთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ან გგონიათ ახლა, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ადამიანები თვითდინებით მოდიან. ხომ ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ, საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი.


უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ 29-ში იქნება, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ. ერთი რამ იცოდეთ, თქვენი არავის ეშინია, დამთავრებული ხართ, თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.


ამასთან, გიორგი ვაშაძემ საჯარო მოხელეებს მიმართა.


„მაგრად იყავით, ჩემო კარგებო. ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. ვინმე თუ გაშინებთ, გაშანტაჟებთ, დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგიდგებით გვერდში. ვინმე თუ მოგთხოვთ განცხადების დაწერას სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ხელი. ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ. ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად გვეტყვით, როგორ გაშანტაჟებენ, მერწმუნეთ, ქართველი ხალხი, ყველა დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ
არქივი