შალვა პაპუაშვილი - ქართული ღირებულებების წინააღმდეგ პროპაგანდას როცა ვუპირისპირდებით, ღირსების საკითხია, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას დავანახოთ, რა სურს ქართველ ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 23 აპრილი 2024, 11:36

ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას როცა ვუპირისპირდებით, ღირსების საკითხია, გამოვიდეთ რუსთაველზე და ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას დავანახოთ, რა სურს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამიტომ ყველას მოუწოდებენ, რომ 29 აპრილს მივიდნენ რუსთაველზე.

„რა თქმა უნდა, მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ვუპირისპირდებით „შავ ფულს“, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას როცა ვუპირისპირდებით,  ეროვნული, ღირსების საკითხია, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველა სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი
არქივი