აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მეწარმეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 23 აპრილი 2024, 10:24

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, „ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების - „სამკერვალო სახლისა“ და „სილამაზის სახლის“ მატერიალური მხარდაჭერის“ პროექტის მონაწილეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ.

კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა. „სამკერვალო სახლსა“ და „სილამაზის სახლში“ აფხაზეთიდან დევნილი პირები არიან დასაქმებული.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამკერვალო საქმიანობის ხელშეწყობასთან და „სილამაზის სახლის“ მოწყობასთან დაკავშირებულ, დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ინფორმაციით, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური
სომხეთის გენპროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ჩაბარების გამო ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
არქივი