მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 20 აპრილი 2024, 18:02

გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შესაძლოა, პროფესურის ნაწილი შეუერთდეს, - ასეთი ვარაუდი ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ გამოთქვა.

„ჩემი აზრით, საპროტესტო აქცია უახლოეს დღეებში მაინც გაფართოვდება. სამწუხაროდ, ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია. დეპუტატებზე, რომლებმაც პირველ მოსმენაზე კანონპროექტს ხმა მისცეს, ჩემმა ერთმა ნაცნობმა დაწერა - „83 ღორი“. ამას რომ პროფესორი იტყვის, ეს სამსახურებრივი შეუსაბამობაა, პროფესორობა თანამდებობაა და ეს თანამდებობასთან შეუსაბამობაა. განა, მათ მოამზადეს თუნდაც, ერთი ჯგუფი სტუდენტების, ვინც არგუმენტირებულად ისაუბრებდა? მათ ცოდნა კი არ მისცეს სტუდენტებს, არამედ ანტისახელმწიფოებრივი განწყობები გააღვივეს და ამაზე პასუხისმგებლობასაც არ იღებენ“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მას ასევე მიაჩნია, რომ ის პროფესორები, რომლებიც სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგნი არიან, თანამდებობებიდან უნდა გათავისუფლდნენ.

„ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან სერიოზულად არის სამუშაო ამ მიმართულებით განათლების სისტემაში, რომ ის პროფესურა, რომელიც სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგია, უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
არქივი