ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 20 აპრილი 2024, 17:47

სასიამოვნო იყო ოდილ რენო ბასოსთან და ლაშა ხუციშვილთან ვაშინგტონში შეხვედრა, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან ერთად გამართული დისკუსიის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მასაცუგუ ასაკავა აღნიშნა, დისკუსიის დროს განიხილეს ევროპისა და აზიის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

„ასევე კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების გზები, ისევე, როგორც განვითარების წინაშე მდგარი სხვა რისკების დაძლევის მნიშვნელობა, მათ შორის, ანტი-გლობალიზაციის ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ზრდას და მდგრადობას. გავცვალეთ ასევე იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალეროვნულ ბანკებს და მათ წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ამ გამოწვევების დასაძლევად და კრიზისზე რეაგირებისთვის.

ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში, რომელიც უფრო მწვანე, მეტად მდგრადი და მჭიდროდ დაკავშირებული იქნება.

ჩვენი საუბარი, რომელსაც ნიშა პილაი უძღვება, მომავალ კვირას გავა ეთერში, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის წინ, რომელიც 2024 წელს თბილისში იმართება. მას საქართველო მასპინძლობს“, – წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, რომლის პოსტის თარგმანსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი