სოფო ჯაფარიძე - დიდი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, ის ყოველთვის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ლიდერი, მისი ჩართულობა გადამწყვეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 20 აპრილი 2024, 16:40

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი გუნდისა და ამომრჩევლის წინაშე. ვფიქრობ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ყველაფერი მიმდინარეობს კოორდინირებულად, ბრძოლას ვაპირებთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ქვეყანაში სიღარიბე, რუსული რეჟიმი და ერთად უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, ევროპული ჯანდაცვის სისტემა, ევროპული განათლების სისტემა. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ერთად უნდა გამოვიყვანოთ უდიდესი კრიზისიდან. მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და ყოველთვის იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ლიდერი. მისი ჩართულობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავის ადგილს არ იკავებს.

„იქმნება ახალი ბორდი და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. მალე ძალიან ბევრ ახალ ღირსეულ სახეს ნახავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
არქივი