მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი, მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება, იქნება ლევან ხაბეიშვილი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 20 აპრილი 2024, 16:01
მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი, მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება იქნება ლევან ხაბეიშვილი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაცხადებაზე, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.

„უცხო სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი უკრაინის, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ მეგობრობს დღეს ჩვენთან და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ, მოქალაქედ დარეგისტრირებული მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და მას არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება. ეს ერთი საკითხია. მეორეა, რომ ის მაინც განსაზღვრავს, რადგან მისი ფინანსებიც არის. მას მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება იქნება ხაბეიშვილი ან სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მიხეილ სააკაშვილი არის რეალური ლიდერი „ნაცმოძრაობის“ თავისი წარსული ბოროტებით, მძიმე ცოდვებით, რაც ამ ადამიანს კისერზე ადევს“, – განაცხადა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი