ირაკლი ღარიბაშვილი: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 20 აპრილი 2024, 15:24

თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ [გამჭვირვალობის] კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება - ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„საუბარია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ეს იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს - პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი, როცა ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. არ არის კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. დრო დასჭირდება ამას, დღეს ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება - ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის გენპროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ჩაბარების გამო ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
კახა კალაძე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე: ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს - ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს
არქივი