მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: ამიტომ ვეხვეწებით ყველას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონპროექტი წაიკითხოს. თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იგივე გგონიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 20 აპრილი 2024, 15:19

ამიტომ ვეხვეწებით ყველას: სტუდენტი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონპროექტი წაიკითხოს. თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იგივე გგონიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

მან ისაუბრა თუ რა განსხვავებაა რუსულ კანონსა და იმ კანონპროექტს შორის, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ.

„ცოტა ეროვნული თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეთ და თქვათ, ჩვენს კანონში აქ ეს არ მოგვწონს. ჩვენი პარტნიორები ამასვე კი არ ამბობენ, ჩვენი პარტნიორებიდან ბევრი წარმომადგენელი ამბობს, რომ დიახ, ეს არ უნდა მიიღოთ, ისევე როგორც, ევროპის ქვეყნების 27-ვე ელჩი ერთხმად ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და ჩვენი გზა უნდა ყოფილიყო მისი გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნებოდა ევროინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიისთვის ეს იყო უკუსვლა. ჩვენ მიხეილ სააკაშვილი არ გავათავისუფლეთ, არც კვდებოდა და არც გასათავისუფლებელი იყო. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ოღონდ, ამ სტატუსისთვის არგუმენტებით ვიბრძოლეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისვე თქმით, ქვეყნები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. მდინარაძემ მიმართა „ტვპირველის“ ჟურნალისტს, რომ მან ლობისტების კანონი არასწორად მოიხსენია, როგორც ფარას კანონი.

„ფარას კანონია ლობისტების შესახებ კანონიო. ფარას კანონსა და ლობისტების კანონს ვერ არჩევთ ერთმანეთისგან - სხვადასხვა კანონია.

ფარა არის სხვა, ეს არის აგენტების კანონი და ლობისტების კანონი არის ცალკე. ის არის ლობიზმის შესახებ კანონი. შესაბამისად, ესეც კი არ იცით. ამიტომ ვეხვეწებით ყველას: სტუდენტი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, წაიკითხოს ჯერ.

თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი გგონიათ ერთი და იგივე, ხალხო“, - მიმართა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
კახა კალაძე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე: ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს - ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს
კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე: მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ
მაკა ბოჭორიშვილი: უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი აშშ-ში განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე
არქივი