ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავი გადადო და გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისა და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 20 აპრილი 2024, 15:06

ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში დახარჯული აქვს საკუთარი ჯიბიდან 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაზე. კაცმა თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა, გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისა და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა ეს მანიაკი სააკაშვილი, იქნებოდა უბედურება - არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას: ნურავის ექნება ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება - ყველა მკაცრად დაისჯება. ვიმეორებ, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია და დებატები. დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ინფორმაციით, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური
სომხეთის გენპროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ჩაბარების გამო ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
არქივი