ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 20 აპრილი 2024, 14:44

„ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის განცხადებაზე, რომ წინასაარჩევნოდ უნდა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთო პოლიტიკური სია და ამ ბორდის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე უნდა იყოს.

ღარიბაშვილმა აღნიშნულს არასერიოზული კაცისგან არასერიოზული შემოთავაზება უწოდა.

„არ არის საინტერესო - ჩემთვის საინტერესოა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება და ეს გზა არ შეიცვალოს.

თეორიულად რომ ვინმემ დაუშვას, რომ დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, პირდაპირ ვთქვათ - უკრაინაში ომის დაწყების დროს რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი ან ნიკა გვარამია ან ნებისმიერი, მათი სატელიტი ხაზარაძე და სხვა, დღეს შესაძლოა, ქვეყანა აღარ გვქონოდა, მეგობრებო. პირდაპირ, მთელი ძალით ქვეყანას ომში შეიყვანდნენ და ქვეყანას დაანგრევდნენ.

„ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღეს წითელი პარასკევია
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - დღეს ირაკლი კობახიძესთან კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი შეშფოთებას საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში
არქივი