ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 20 აპრილი 2024, 14:30

მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ გუშინ მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა - „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებს გმირთა მემორიალთან ფიცის დადების დროს სიტყვა სარწმუნოება არც უხსენებიათ.

„ამ პერფორმანსებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რაც ვნახე კადრები, არის იგივე „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელები და მათი ლიდერები. მინდა ყველა ახალგაზრდას მივმართო, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს და არ მიეკუთვნებიან რომელიმე პარტიას, ამ ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთაზე, ვუთხრა, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს არ უნდა გასცდეს გამოხატვის ჩარჩოებს და გადავიდეს ძალადობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის გენპროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ჩაბარების გამო ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
კახა კალაძე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე: ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს - ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს
არქივი