ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 20 აპრილი 2024, 13:46
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ირანს დაუყოვნებლივი პასუხი ექნება.

როგორც „ენბისისთან“ ინტერვიუში  ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, ისრაელი თუ ირანის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მისი ქვეყნის პასუხი იქნება „დაუყოვნებლივი და მაქსიმალურ დონეზე“.

ამასთან, ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ მინი უპილოტო საფრენი აპარატები, რომელიც გუშინ ირანის მიმართულებით გაუშვეს „სათამაშოებივით იყო, რომლითაც მათი ბავშვები თამაშობენ“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი