სოზარ სუბარი: სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 20 აპრილი 2024, 13:44

ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური - ყველაფერი ის არის - საფიცარიც კი, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვას; „ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ“ გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სააკაშვილი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე სულ რაღაცას ანგრევს და ახლა, ანგრევს საკუთარ პარტიას.

„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური - ყველაფერი ის არის - საფიცარიც კი. კარგად გვახსოვს მისი ბოტასების თაყვანისცემის მუზეუმიც რომ ჰქონდათ მოწყობილი. სააკაშვილის ახალი მოთხოვნა პარტიის მიმართ არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ უფრო დააზიანოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაქრობის გზაზე ისედაც დგას. სააკაშვილი თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
მიხეილ ყაველაშვილი: დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი
სოზარ სუბარი: რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღეს წითელი პარასკევია
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია
არქივი