პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 20 აპრილი 2024, 12:04
საქართველოს პროკურატურის პროკურორები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ (II ფაზა), ფარგლებში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ.

„ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ტრენინგის ფარგლებში, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 15 პროკურორი გადამზადდა.

სასწავლო კურსის მიზანს ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა. ტრენინგს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგი პროკურორი კაროლინ პარიზელი გაუძღვა.

„3-დღიანმა სპეციალიზებულმა კურსმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ ნაწილები გააერთიანა. ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას
თბილისის მერია - ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
ნინო ფოჩხუა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწოდებებზე: სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი გაუგებარი ფეისბუქ გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს
ლადო მგალობლიშვილი: ახლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები რომ არ მოგწონთ, მაგრამ ევროპა გინდათ" ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში
სოზარ სუბარი: ორმაგი სტანდარტია, როცა გვეუბნებიან რომ აშშ-ის უნივერსიტეტებში სპეცრაზმის შესვლა კანონის უზენაესობაა, ხოლო როდესაც საქართველოს პარლამენტზე ხდება თავდასხმა, პოლიციას არ აქვს წესრიგის დამყარების უფლება
არქივი