დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 20 აპრილი 2024, 11:34

პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული? ამიტომ, ჯობია, ვიმსჯელოთ. პირველი მოსმენით კანონი მიღებულია და მეორე მოსმენისთვის საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, არგუმენტებით ჩავანაცვლოთ კანონპროექტის წაუკითხაობა და უსაფუძვლო პროტესტი. საფუძვლიანად და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ - ჩვენი შეთავაზება ისევ რჩება შეთავაზებად“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან განახლდება. მეორე მოსმენაზე, პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს, შესაბამისად ოპოზიციას მოუწევს არგუმენტების წარდგენა, რატომ ეწინააღმდეგებიან კანონ პროექტს. მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმიან დისკუსიაზე ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონ პროექტის შესახებ რადიკალები ისევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო
შალვა პაპუაშვილი: ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას
თბილისის მერია - ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
ნინო ფოჩხუა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწოდებებზე: სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი გაუგებარი ფეისბუქ გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს
არქივი