ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი: ბირთვული ობიექტების სამიზნედ ამოღება ცეცხლთან თამაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 20 აპრილი 2024, 10:08
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ბირთვული ობიექტების სამიზნედ ამოღება ცეცხლთან თამაშია.

„გვყავს ჩვენი ინსპექტორები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ირანში ქვეყნის ყველა ბირთვულ ობიექტზე და რა თქმა უნდა, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით იმას, რაც იქ ხდებოდა“, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

„ბირთვული ობიექტების სამიზნედ ამოღება, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია, ცეცხლთან თამაშია“, - დასძინა მან.

პარასკევს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა, თეირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარის გამო ისრაელს არ უპასუხებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
მიხეილ ყაველაშვილი: დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი
სოზარ სუბარი: რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღეს წითელი პარასკევია
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია
არქივი