დიმიტრი ხუნდაძე - საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მინიმალური წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 08 აპრილი 2021, 15:39

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, რადგან ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა ფიქსირდება.

„შეინიშნებოდა შემთხვევების ნახტომისებური ზრდა. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მინიმალური წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ საზოგადოების მცირე ნაწილი ამ წესებს არ დაიცავს, ისინი შეიძლება საზოგადოების უდიდესი ნაწილის ჯანმრთელობისთვის გახდნენ საფრთხე, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ქვეშ. ამიტომ, პასუხისმგებლობა ერთიანი უნდა იყოს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა და იმედი აქვს, რომ მოქალაქეების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა იქნება.

„ვაქცინაცია როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად მსოფლიოში იმ გეგმით არ წარიმართა, როგორც თავიდან იგეგმებოდა. ალბათ, ეს საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობამ განაპირობა და ეს მიმართულება უნდა გააქტიურდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტი, როცა მწარმოებლები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროცესი საქართველოში გააქტიურდა. იმედი მაქვს, რომ მაქსიმალური ჩართულობა იქნება და დეფიციტს შევავსებთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს
„ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა
პუტინი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
ბერგამოს აეროპორტში თვითმფრინავის ტურბინამ კაცი ჩაითრია
არქივი