შალვა პაპუაშვილი - დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერაზე პრინციპულად მზად ვიყავით, მედიაციის პროცესი იმის გამო ჩაიშალა, რომ ოპონენტებმა ულტიმატუმი დააყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 08 აპრილი 2021, 14:56

მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ კომპრომისს აქვს საზღვარი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მზაობა კომპრომისისთვის იმ დოკუმენტში ჩანს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა და რომლის ხელმოწერაზეც პრინციპულად მზად ვიყავით. იმ დოკუმენტს ვინც ჩახედავს და გაიაზრებს, მიხვდება, რომ ყველა პუნქტი იყო „ქართული ოცნების“ მიერ განსახორციელებელი საკითხი, მათ შორის იყო კომპრომისული საკითხები. მაგალითად, 20 ივნისთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადება. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ ჩვენს კომპრომისს აქვს საზღვარი იქ, სადაც იწყება ჩვენი ოპონენტების უკომპრომისობა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენს კომპრომისს მეორე მხარეს უკომპრომისობა ხვდება. მათ შორის, მედიაციის პროცესი იმის გამო ჩაიშალა, რომ ოპონენტებმა ულტიმატუმი დააყენეს, რომ შეთანხმებაში თუ არ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას საკითხი, ისინი არ აპირებდნენ დემოკრატიულ პროცესში დაბრუნებას. რთულია, ისრები არ გადაიტანო ოპონენტებზე მაშინ, როცა პრინციპულად მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა შეთანხმებაზე და ოპონენტები წინააღმდეგები იყვნენ. აქ არის ჩვენი ლიმიტები და ზღვარი, რთულია, როცა კომპრომისებს უკომპრომისობა ხვდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რიკარდ იოზვიაკი - ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი
გურამ მაჭარაშვილი „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე: ისინი არიან პოლიტიკურ ქორწინებაში
პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილზე: 11 ივლისს საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, ორმა მსჯავრდებულმა მიიღო დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს მყისიერად გაეწია სამედიცინო დახმარება, იგი გადაყვანილია „ვივამედში“
მამუკა მდინარაძე: ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს მფარველობს
მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთას მასზე ახორციელებთ დარტყმებს. თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია
არქივი