დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვის, ხელში საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 08 აპრილი 2021, 14:36
 ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვის, ხელში არამხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს, - ამის თაობაზე დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ამ კონტექსტში ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების 60% საპარლამენტო ბოიკოტს ეწინააღმდეგება და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს ვეთანხმები იმაში, რომ მთავარი საკუთარი პარტიული ინტერესები არ უნდა იყოს. წინა პლანზე საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები უნდა იდგეს, მითუმეტეს, როდესაც ასეთი ყურადსაღებია რეგიონული პოლიტიკური პროცესები. ასევე პანდემიის ფონზე რისკის ქვეშაა არამხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, არამედ არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. არის მხარეების ვალდებულება, რომ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. „ქართული ოცნება" ამისთვის მზად არის და მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმებით არ მიდის. შედეგზე რომ გავიდეთ მხოლოდ „ქართული ოცნების" განწყობა არ არის საკმარისი. როცა მხარეთა შორის არის უთანხმოება, ორივე მხარემ უნდა გამოხატოს სურვილი იმისა, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: არსებობს ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით, შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ყველა მათ სიტყვაში არის დაზღვევა, ვიღაცები რაღაცისგან იზღვევენ თავს, მათ შორის, თორნიკეს საქმესთან დაკავშირებით
მამუკა მდინარაძე: ქართველები ვდგავართ იქ, სადაც შეურაცხყოფას ვეღარავინ ვეღარასდროს მოგვაყენებს. ამიტომ გვიხარია დამოუკიდებლობაც და სიმყარეც ჩვენი სიტყვის და საქმის - ეგ არის მთავარი
მამუკა მდინარაძე: არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად, იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში
მამუკა მდინარაძე: არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად, იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში
მამუკა მდინარაძე: მოლდოვაში სიღარიბე 2%-ით გაუარესდა, დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ მისაბაძი ქვეყანააო, ადრე „გაიშნიკებს“ 2- 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო
არქივი