Reuters - გერმანია რუსულ ვაქცინას შეიძენს, როდესაც ევროპის წამლის სააგენტო მას დაამტკიცებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 08 აპრილი 2021, 00:30
სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გერმანია რუსეთთან „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის შესყიდვის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.  

„გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა ვირტუალური შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გერმანია ვაქცინის შესყიდვის თაობაზე რუსეთთან წინასწარ მოლაპარაკებებს დაიწყებს“, - აღნიშნა წყარომ.

წინასწარი მოლაპარაკებების დროს გერმანიას სურს დაადგინოს, თუ რა რაოდენობით ვაქცინის მიწოდება შეუძლია რუსეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, გერმანია რუსულ ვაქცინას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, როდესაც მას ევროპის წამლის სააგენტო დაამტკიცებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს განუცხადა, რომ ევროკავშირი არ აპირებს რუსეთთან წინასწარი მოლაპარაკებების დაწყებას „სპუტნიკ V“-ის შესყიდვის თაობაზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
არქივი