„ევროპული დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, ნიკა მელიას გამოსვლა მხოლოდ დიალოგის გაგრძელებას შეუწყობს ხელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 07 აპრილი 2021, 23:02

 მელიას გამოსვლა მხოლოდ დიალოგის გაგრძელებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში განაცხადა.

„მელია ვაჭრობის თემა არ არის, როცა ის გამოვა, თავად მიიღებს მონაწილეობას დიალოგში და წაიყვანს დიალოგს როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი”, - აღნიშნა მან.

„ევროპული დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, პლებისციტი არ არის კომპრომისი და „ქართული ოცნება“ მას არც არასოდეს მიიღებს, რადგანაც ამ შემთხვევაში ის წააგებს და მოსახლეობა ვადამდელ არჩევნებს დაუჭერს მხარს.

პაატა დავითაიას შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაში პასუხისმგებლობა სახელისუფლო პარტიას ეკისრება და კომპრომისებზე ის უნდა წავიდეს, სწორედ ამ მიზანს ისახავს ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებული აქციაც.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება - სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის, ჩვენი თემაა, გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ჩამოაყილიბებს გარდამავალ მთავრობას
შალვა პაპუაშვილი - ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ
შსს - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა, მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
არქივი