ანზორ ერქომაიშვილი... გურამ დოჩანაშვილი... ისეთი ხალხი გვტოვებს, ვინ ვრჩებით, რანი ვრჩებით, სად ვრჩებით, - ირმა ინაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 03 აპრილი 2021, 16:59
ანზორ ერქომაიშვილი... გურამ დოჩანაშვილი... ისეთი ხალხი გვტოვებს, ვინ ვრჩებით, რანი ვრჩებით, სად ვრჩებით-ამის თაობაზე სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის"გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი წერს.
ანზორ ერქომაიშვილი... გურამ დოჩანაშვილი... ისეთი ხალხი გვტოვებს, ვინ ვრჩებით, რანი ვრჩებით, სად ვრჩებით... შევძლებთ კი, ისე ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ ჩვენი სამშობლოსათვის, როგორც ისინი იღვწოდნენ და იწვოდნენ?! შევძლებთ კი, არ დავკარგოთ ჩვენი ეროვნული ცნობიერება, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებანი, ენა, კულტურა, სარწმუნოება?! შევძლებთ კი, ჯერ სულიერი გვქონდეს წინა პლანზე და მერე მიწიერი?! შევძლებთ, რომ ვაშენოთ და მუდმივად არ ვანგრიოთ, გვახარებდეს მოყვასის სიკეთე და ჩვენი მარჯვენა ხელი "ფეისბუქში" მხოლოდ შურიან, ბოროტ პოსტებს არ წერდეს?! შევძლებთ, რომ არ შევჭამოთ და გავანადგუროთ ერთმანეთი?! შევძლებთ, რომ ცხვარს და მგელს ვარჩევდეთ ერთმანეთისგან?!..
შევძლებთ, რომ ქვეყანაზე ფიქრი, ზრუნვა, ქვეყნისთვის შრომა, თავდადება და ამ თავდადების მაგალითი ფეხქვეშ არ ითელებოდეს?!
რამეს... ოდესმე შევძლებთ?! დიდი გამოფხიზლება გვჭირდება, დიდი, - წერს ირმა ინაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...
თეიმურაზ კუპატაძე: პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს
თეიმურაზ კუპატაძე: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და საერთაშორისო სტანდარტებით არიან გადამზადებულნი
რა სახის საპოლიციო ღონისძიებებს მიმართავენ ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში - შსს ვიდეომასალას ავრცელებს
სალომე სამადაშვილი - შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად „ოხლოკრატიულ“ პარტიად გააფორმა
არქივი