იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, პოლიციამ ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 17 იანვარი 2021, 11:23

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი – 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

„გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი-13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.

სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა.

პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ელჩების პირველი განცხადებები მოვისმინეთ მაშინ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო - ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად
პრემიერი - ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები - ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის
პრემიერ-მინისტრი - გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს
პრემიერი „მთავარ არხს“ - ძალადობის ცალმხრივად დაგმობა არასწორია, ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში
არქივი