გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ ახალ პოლიტსაბჭოზე: გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
273 16 იანვარი 2021, 15:46

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ახალი პოლიტსაბჭო შეკრული, მეგობრული გუნდია, რომლის წევრებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

პოლიტსაბჭოში არიან დარგის სპეციალისტებიც - საერთაშორისო, საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება. მათ აქვთ საქმისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც დამკვიდრდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია. პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა პარტიის ყრილობაზე აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნებიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი