გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 16 იანვარი 2021, 13:18

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს,  – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ პარტიის ყრილობის შემდეგ შედგება სხდომა და უკვე პოლიტსაბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე.

„პოლიტსაბჭოს სტრუქტურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არის წინასწარი ცნობები, რომ ოთხი კაცი იქნება სამდივნოში. მას შემდეგ, რაც საბჭო ჩამოყალიბდება, შედგება სხდომა და უკვე საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე. არ მინდა, ტრადიცია დავარღვიოთ და შევინარჩუნოთ ეს პრივილეგია თავმჯდომარისთვის, რომელიც გააკეთებს განცხადებას.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ფაქტორი, არის ფაქტორი და ყოველთვის იქნება, თუმცა პოლიტიკის მიღმა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებს. მისი განცხადებები ზოგმა შიშით მიიღო, ზოგმა ბოროტებით აღსავსე კომენტარები გააკეთა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის დისტანცირებას, ეს ნამდვილია და არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც დაიმალება. მე არამგონია, რომ გუნდი მოისაკლისებს ძლიერ, პროფესიონალ, ინტელექტუალ და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პერსონებსაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი - არ ვიცი, რობინ დანიგანს რა ამოძრავებს, ფაქტია, ურთიერთობების გადატვირთვას ხისტი შეფასებები ხელს არ უწყობს, ყველას მოვუწოდებ, მოერიდონ მსგავს შეფასებებს
ადვოკატი ლალი აფციაური - ალექსი ახვლედიანს ვერ ვესაუბრე, უმძიმესი სტრესი აქვს და ფიზიკურად ვერ მივიღე მისგან ინფორმაცია
ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი ალექსი ახვლედიანს ხვდება
ადვოკატი - გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი - ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ
არქივი