თურქეთში ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით იწყება, პირველი ვაქცინა ჯანდაცვის მინისტრმა გაიკეთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
240 14 იანვარი 2021, 10:42

თურქეთი მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრის, - ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ  განაცხადა და კომპანია „სინვაკის“ მიერ შექმნილი ვაქცინა პირდაპირ ეთერში თავადაც გაიკეთა. 

 თურქეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭეს. თურქეთში ვაქცინაცია დღეიდან იწყება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინური ვაქცინების დისტრიბუცია უკვე დასრულებულია ქვეყნის 81 რეგიონში. პირველ ეტაპზე აცრას 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს გაუკეთებენ.

ბოლო კლინიკური კვლევების შედეგად, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50,4 პროცენტს შეადგენს.

თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 23 000 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ღამის კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას კი ძალაშია მკაცრი კარანტინი.

ჩინური ვაქცინის გარდა, თურქეთი ასევე აპირებს რუსეთში წარმოებული ვაქცინის შეძენასაც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
ბრიტანეთის საელჩო საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე - ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს სომხეთის ეკლესიას
შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
არქივი