ბექა დავითულიანი - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობა ჩვენთვის ფუფუნება იყო, რადგან მას ჰქონდა ავტორიტეტი, რესურსები და გუნდის სხვა წევრებს ხელისუფლების მოპოვებისთვის იმდენი ბრძოლა არ უწევდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 12 იანვარი 2021, 12:42
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობა „ქართული ოცნებისთვისაც“ დიდი ფუფუნება იყო.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, მმართველი გუნდის ლიდერებსა და წევრებს ხელისუფლების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა არ უწევდათ.

„ჩვენ მმართველი გუნდი ვართ და ჩვენთვისაც რეალურად ფუფუნება იყო ამ ადამიანის ლიდერობა, იმიტომ, რომ მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, დიდი რესურსები და დიდი შესაძლებლობები, ბევრი სხვა მიმართულებით. შესაბამისად, მმართველი გუნდის სხვა ლიდერებსა და წევრებს იმდენი ბრძოლა არ უწევდათ ხელისუფლების მოპოვებისთვის. ამ ადამიანმა გამოაცალა ახლა ეს და თქვა, რომ მორჩა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს ვაყენებს, რაც გრძელ ვადაში დემოკრატიის განვითარებისთვის ბევრად უკეთესია. რაც შეეხება შემცვლელად ირაკლი კობახიძის დატოვებას, ირაკლი არის ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტი, მას აქვს ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი, აქვს მომავლის მკაფიო ხედვა და ძალიან კარგი სისტემშემოქმედია. გავრილოვის საკითხში კი მხოლოდ ირაკლი კობახიძის დანაშაული არ იყო. მან აიღო მთელი პასუხისმგებლობა თავზე, პარლამენტის ნაცვლად. ირაკლი რამდენად იქ შუაში იყო, მეორე საკითხია. ის უბრალოდ პარლამენტის თავმჯდომარე იყო დ აიღო პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ღირსეულად მოიქცა და ხელი არ გაიშვირა წვრილმანი ადმინისტრაციული პრობლემებისკენ. გუნდის შიგნით მას თავისი ინტელექტითა და შესაძლებლობებით აქვს ავტორიტეტი. ირაკლი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია დაწერა”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი