დორა მაარი - პიკასოს სიყვარული და მუზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3028 23 ნოემბერი 2019, 17:51
გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ, პარიზში, ერთ-ერთმა პრესტიჟულმა გალერეა Tate Modern-მა გამოფინა მხატვრისა და ფოტოგრაფის დორა მაარის შემოქმედება. გამოფენა, მიზნად ისახავს მაარის „სამალავიდან“ გამოყვანას.  ის ძალზე ცნობილი მხატვარი იყო მანამდე, სანამ ის და პიკასო ერთმანეთს შეხვდებოდნენ. 


1935 წლისთვის საფრანგეთში ის უკვე ცნობილი იყო  მისი ფოტოგრაფიით.  ის, დიდი მხატვრის პაბლო პიკასოს საყვარელი ქალებიდან ერთ-ერთი იყო, მისი ნიჭიერება პაბლო პიკასოს რომანტიული ურთიერთობის ჩრდილქვეშ დაიმალა. 
დორა მაარი - გენრიეტა თეოდორა მარკოვიჩი, 1935 წელს Billancourt Studios-ში ფოტოგრაფად მუშაობდა, როდესაც გაიცნო პიკასო - მასზე 26 წლით უფროსი, მსოფლიოში ცნობილი მხატვარი და მაარი გახდა მისი საყვარელი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მუზა.  



მომდევნო რვა წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი იყვნენ. თუმცა,   დაშორდნენ, რადგანაც, პიკასოს ახალი გატაცება გამოუჩნდა -  მარი-ტერეს ვალტერი.
მაარისა და პიკასოს ურთიერთობის შესახებ ხელოვნების მოყვარულებმა კარგად იციან. ცნობილია ისიც, რომ   წლების განმავლობაში პიკასოს ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, მაგრამ დიდი მხატვრისთვის  მაარი უდავოდ გახდა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ქალი.  




მაარის, როგორც ფოტოგრაფისა და მხატვრის სახელი მისი გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ,  Tate Modern show-ის გამოფენის წყალობით  გაიგო პარიზის საზოგადოებამ. მანამდე, მაარის შემოქმედება  პარიზის პომპიდუს ცენტრში გამოიფინა, ხოლო 2020 წელს გამოფენა მიემგზავრება ლოს ანჯელესში. 
 
”საფრანგეთში მისი ადრეული ნამუშევრების უმეტესობა იყო მოდური ფოტოგრაფია, მაგრამ ის არ ჰგავს არც ერთ ფოტოგრაფს... ის საუკეთესოა, მისი სურათები ძალიან დრამატულია“  - წერს პროფესორი  მერი ენ კაუზი, რომელმაც ჯერ კიდევ  20 წლის წინათ დაწერა წიგნი მაარზე. 



„სინათლე და სიბნელე - თანაბრად იყენებს ის ამ ფერებს. თუ ერთხელ ნახავთ მის ნამუშევარს, მის ხელწერას იცნობთ ყოველთვის. დორა მაარის ნამუშევრები გიცქერენ და გესაუბრებიან“. 
”მისი რამდენიმე ფოტო შეიძლება გაუგებრად მოგეჩვენოს და  განწირულობის განცდა შეგიქმნათ,  ზოგი შეიძლება საოცრად სასაცილო იყოს, მაგრამ მოდური სურათები დორა მაარის განუყოფელი ნაწილია".


ემა ლუისი Tate Modern-ის თანაკურატორი, რომელმაც მაარის 250-ზე მეტი ნახატი გამოფინა, ამბობს, რომ გამოფენაე მაარის  "ბნელი გლამურით" დატკბებით.
პროფესორი კაუსი მიიჩნევს, რომ პიკასოს მუზებს შორის მაარი იყო მაარი იყო ყველაზე ინტელექტუალური.     
მათი ვნებიანი ურთიერთობა 1942 წელს დასრულდა. მაარი სამხრეთით გაემგზავრა და დასახლდა პროვანსეში - მენერბეში და ის შეეგუა აზრს, რომ ვერასდროს ვერც ერთი ქალი   ვერ  დაიმორჩილებდა პიკასოს. 



„როცა მათი ურთიერთობა დასრულდა, ის  იყო ძალზე გაბრაზებული, მაგრამ მოგვიანებით, ის დამშვიდდა და განაგრძო  შემოქმედების კეთება - ეს არის მისი შემოქმედების ის პერიოდი, როცა შექმნა არაჩვეულებრივი და დაუჯერებელი ფოტოგრაფია. 
ამიტომაც, ჩვენ არ უნდა გადავხაზოთ მის ცხოვრებაში პაბლო პიკასო, მას აქვს სათქმელი ჩვენთვის - პიკასოსთან ერთად და მის გარეშე“. 



მუდმივი ეჭვებით დაავადებული დორა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, სადაც ელქეტროშოკით მკურნალობდნენ, იქიდან გამოსული მისტიციზმითა და ასტროლოგიით დაკავდა, ღარიბულად ცხოვრობდა და 89 წლის ასაკში მარტოხელა გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ ნიჭიერი მხატვრისა და ფოტოგრაფის, დიდი მხატვრის დიდი სიყვარულის პორტრეტი საქართველოშიცაა. პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად", რომელიც დიდმა მხატვარმა 1941 წელს დახატა, 2006 წელს "სოთბიზე" 95,2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და გავრცელებული ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილის კოლექციას ამშვენებს. 


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი