რა შეზღუდვები იმოქმედებს 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
625 26 ნოემბერი 2020, 14:17

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; 

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. 

მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. 

დასაშვებია:

პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway

„დელივერი“

„დრაივი“

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება დასაშვებია, მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

 დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში,ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში,ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • თბილისის,თელავის,ბათუმის,  ქუთაისის,რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში;
  • დროებით დაიხურება ღია და დახურული ბაზრობები,  ფუნქციონირებას გააგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე; 
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

 ქვეყნის მასშტაბით:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი – 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

  1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
  5. სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
  9. და სხვ.

  . არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2022 წელს, მოლდოვამ რუსეთთან დაკავშირებით ბრიუსელის რეკომენდაციები გაითვალისწინა, საქართველომ კი არა, რის შედეგადაც მოლდოვას 2022 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მაშინ, როცა საქართველოს - 11%-იანი ზრდა
ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს
რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება
რუსეთ-უკრაინის ომმა ბრიუსელი ევროპული კალაპოტიდან ამოაგდო - მშვიდობის პროექტი მილიტარისტულ პროექტად გადაიქცა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
არქივი