ირაკლი კობახიძე - შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მესამე რაუნდისას - აქ დათმობაზე ვერ იქნება საუბარი, საუბარი იქნება გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 21 ნოემბერი 2020, 13:12
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუალედური ვარიანტი, რაზეც შესაძლებელია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს, შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი არ არის დათმობაზე, არამედ ნაბიჯებზე, რომელიც ერთობლივად უნდა გადადგან ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ასეთი შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მესამე რაუნდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ეს ალბათ, დახურული ინფორმაცია უნდა იყოს, შეიძლება გვქონდეს გარკვეული ვარაუდები, მაგრამ სჯობს, ეს ვარაუდები არ გავამხილოთ, ვიდრე არ შედგება მესამე რაუნდი, იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს ზიანი არ მივაყენოთ. დათმობაზე ან აქედან ან იქიდან რანაირად შეიძლება იყოს საუბარი, მე არ ვიცი. არჩევნები შედგა და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი. აქ დათმობაზე ვერ იქნება საუბარი, აქ იქნება საუბარი გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ერთად როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს საერთო ნაბიჯები უნდა შეჯერდეს და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება,"- განაცხადა კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი