"რომ გაივლით, შეურაცხყოფა თუ გეკუთვნით მიიღებთ, თუ არ გეკუთვნით არ მიიღებთ", - ნინო ბურჯანაძე "სირცხვილის კორიდორზე"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 16 ნოემბერი 2020, 14:28
ეს არ არის სირცხვილის კორიდორი იმდენად, რამდენადაც გამოფხიზლების - რომ გაივლით, შეურაცხყოფა თუ გეკუთვნით მიიღებთ, თუ არ გეკუთვნით არ მიიღებთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ვაშალომიძის განცხადებას, სადაც ვაშალომიძემ ამომრჩევლებს 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, სირცხვილის კორიდორის მოწყობისკენ მოუწოდა.

 „მე მიმაჩნია ერთი რამ - მე მაგალითად თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმები თუ რომელიმე ამომრჩეველი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხმები უნდა იყოს დაცული და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა უნდა იქნას მოპარული და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გარემოს ეროვნული სააგენტო: ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა
ეროვნული სატყეო სააგენტო საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ტრამპის განცხადებით, უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის, რადგან ისინი ქვეყნის დასაცავად აუცილებელია,
ლინდსი გრემი - პუტინის რუსეთში შეჭრასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვლება. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში უკრაინის თავდაცვისთვის იარაღის რეკორდულ რაოდენობას იხილავთ
არქივი