ანრი ოხანაშვილი - ქალბატონი სახალხო დამცველი არის სუბიექტური მხარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 16 სექტემბერი 2020, 10:36
ქალბატონი სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში არის სუბიექტური მხარე",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რასაც დღეს პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ვერ პასუხობს.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიას საპასუხოდ განუცხადა, ომბუდსმენი პროცესის დასრულებას უნდა დაელოდოს და შეფასება შემდეგ გააკეთოს.

"ქალბატონი სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში არის სუბიექტური, ვინაიდან სახალხო დამცველი იყო მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იცავდა პოზიციას ამ ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. შედეგად, ჩვენ დავარწმუნეთ მოსამართლეები, რომ ეს ნორმები, დღეს არსებული რეგულაციები არის სრულიად კონსტიტუციური. ეს იმას ნიშნავს, რომ ნინო ლომჯარიას ოფისი არის სუბიექტური, ვინაიდან ის იყო მხარე. მას სრული უფლება აქვს შეაფასოს, მაგრამ ნუ გაუსწრებს პროცესებს, ვინაიდან ის არის ასევე მონაწილე ფორმატის, სადაც ამ საკითხებზე ვმსჯელობთ. დაელოდოს მეორე მოსმენით როგორი შეჯერებული პოზიციები იქნება წარმოდგენილია და შემდეგ შეაფასოს დაეთანხმება თუ არ დაეთანხმება",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ომბუდსმენი აცხადებს, რომ არსებული ფორმით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ვერ დააკმაყოფილებს და არ იქნება შესაბამისობაში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ივლისში დარეგისტრირდა. ახლა პროექტის ინიციატორები მის დაჩქარებულ განხილვას ითხოვენ.

პროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.„საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი