ნიკო მანაგაძე: ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 16 მაისი 2024, 12:24

გუშინ ოპოზიციისგან იყო ინიციატივა იმის შესახებ, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით ამ ფრონტზე დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს ჯერ კიდევ სამსჯელოა, ფორმირების პროცესშია და ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება და საზოგადოებასაც ეცნობება, - ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.

როგორ მანაგაძემ აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთა არის ერთობა. მისივე თქმით, თუ მოხერხდება, რომ ოპოზიცია ერთიანი დღის წესრიგით გავიდეს არჩევნებზე და მათ შორის, გიორგი გახარიაც დაინახავს საკუთარ თავს ამ გაერთიანებაში, მაშინ გაერთიანების იდეა შესაძლოა ეფექტური იყოს.

„საზოგადოების დაკვეთა არის ერთობა. ოპოზიციის მიმართ მუდმივად გვესმის მოწოდება ერთობისკენ. თუმცა, მე არ ვხედავ საჭიროებას და ზოგადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას ოპოზიციაში, რომ ოპოზიცია საერთო კონფიგურაციით გავიდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნებზე იმიტომ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების რიტორიკა ამას აჩვენებს, მაგალითად, გახარიასი. თუმცა, ასევე მითხრეს, გუშინ თქვენს ეთერში ყოფილა ჩართვით გახარია და დასტაბილურებული აქვს ამ მხრივ რიტორიკაო და ხედავს ერთობის შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში, თუ მოხერხდება, რომ ოპოზიცია ერთიანი დღის წესრიგით გავიდეს ამ არჩევნებზე და მათ შორის, გიორგი გახარიაც დაინახავს, თუნდაც საკუთარ თავს ამ გაერთიანებაში, მაშინ შესაძლოა ეფექტური იყოს, თუ ამომრჩეველს არჩევნებზე შევთავაზებთ ორ ძირითად მხარეს - ეს არის მთელი გაერთიანებული ოპოზიცია და მეორე მხრივ, რუსული რეჟიმი. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, მე არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ფრაგმენტირება სწორი იქნება, ანუ, ცალკე დარჩეს „ოცნება“, ცალკე გახარიასგან დანარჩენი ოპოზიცია, ცალკე გახარია და ა.შ.“, - განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
არქივი