გიორგი აბაშიშვილი: ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით არ არის გამოწვეული. ეს არის აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის მოკლე ვადაში მილევადია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 16 მაისი 2024, 11:41
სხვა თანაბარ პირობებში დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული. შესაბამისად, ეს არის აჟიოტაჟური და ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა, არანაირად ფუნდამენტური, – ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი  სოციალურ ქსელში წერს. 

აბაშიშვილის თქმით, აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია - ეს საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა. 

„მხოლოდ ლარის კურსის შესახებ: 
სხვა თანაბარ პირობებში დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული. შესაბამისად, ეს არის აჟიოტაჟური და ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა, არანაირად ფუნდამენტური. ამიტომ, აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია - ეს საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა და დამტკიცდა ისიც, რომ პანიკის და აჟიოტაჟის აყოლით ძირითადად სწორედ ფიზიკური პირები ზიანდებიან. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ზოგადი ინფლაციური მოლოდინები სრულად გამქრალია. 
წარმოდგენილი ორი დიაგრამა აჩვენებს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის პროცესში ფიზიკური პირების (არა მხოლოდ) მონაწილეობის პროცენტულ მაჩვენებელს და ლარი-დოლარის მერყეობას, რაც მცურავი კურსის პირობებში ბუნებრივად ხდება. 
P.S. “სხვა თანაბარ პირობებში” მსოფლიოში ეკონომისტების საყვარელი გამოთქმაა, არათანაბარი პირობების შესახებ კი IMF-ის ეს კარგი ანალიზი შეგვიძლია ვნახოთ“, - წერს გიორგი აბაშიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
არქივი