ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 29 აპრილი 2024, 23:06

რასაკვირველია ჩვენი ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ პროგრესზე, განვითარებაზე, განახლებაზე, მაგრამ როგორც ვიცით ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის ან ცდილობს დაბრუნებას, - განაცხადა პარლამენტთან გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ეგრეთ წოდებული შენიღბული ჯალათები, მკვლელები და მჩაგვრელები ცდილობენ ახალგაზრდებს და ბავშვებს ამოფარებულები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების გასატარებლად.

„დღეს ეს ძალები ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას, ებრძვიან ჩვენს სიმართლეს, ებრძვიან გამჭვირვალობას. მათ სურთ დაანგრიონ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები. ისინი თავს გვახვევენ ლგბტ პროპაგანდით, ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, აიძულებენ ქვეყნებს და ერებს ასეთი სიახლეები მიიღონ და დააკანონონ, რითაც ცდილობენ ადამიანი მოწყვიტონ საკუთარ ფესვებს. ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ჩვენი რწმენაა. სწორედ ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური ფასეულობებია. რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“.

„დღეს, ჩემო ძვირფასებო, არჩევანი მკაფიოა - ან მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ან ისევ ომი, ქაოსი და არეულობა. დღეს, კიდევ ერთხელ აქ ჩვენ ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. დაე, იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება““, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
არქივი