GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და უცხოელი აქციონერები: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ - გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 29 აპრილი 2024, 16:13

GD ჰოლდინგის ქართული კომპანიები და  უცხოელი მსხვილი აქციონერები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ.

"GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და მისი უცხოელი აქციონერები მიზანშეწონილად თვლიან გამოეხმაურონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში.

ქვეყანაში შექმნილი კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, ბიზნესში ჩაურევლობა,  ევროპულ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერა,  საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე უნდა გავრცელდეს.

ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ," - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
არქივი