ტატო გრიგალაშვილმა იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 21 დეკემბერი 2022, 21:09

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.

 ხვალ, 22 დეკემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს იერუსალიმის მასტერსზე მედლების მოპოვებას შვიდი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება. 90კგ-ში მოასპარეზე ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს მასტერსზე უნდა ეჭიდავა, მაგრამ მაღალი სიცხის გამო იგი თბილისში დარჩა და ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დღეს ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი