538
17 აპრილი 2022, 19:46
სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან იტალიელ მეტოქეს დიდი ანგარიშით 15:7 აჯობა.
ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა ნახევარ ფინალში იტალიელ ანდრეა მოგოსთან წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს პარა მოფარიკავე ქალთა ნაკრები ასპარეზობას აგრძელებს.
დღეს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი პირველი ადგილისთვის გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |