საქართველოს გუნდმა პარიზის გრანდ სლემის პრესტიჟული ტურნირი ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
512 06 თებერვალი 2022, 20:54

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა და მხოლოდ ერთმა დაასრულა მედლით. 

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი პრესტიჟული გრანდ სლემის ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სოტარო ფუჯივარას დაუპირისპირდა და ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა. 

 ბრინჯაოს მოსაპოვებლად უზბეკ დავლათ ბობონოვს დაუპირისპირდა ბექა ღვინიაშვილი და სამწუხაროდ, დამარცხდა. 

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა დღეს გამომსვლელი მესამე სპორტსმენი, 90 კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, რომელიც შეჯიბრების სასტარტო დაპირისპირებაში მასპინძელ სპორტსმენთან დამარცხდა.

შეგახსენებთ,  გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) და ჯაბა პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

პარიზის გრანდ სლემი დღეს დასრულდება. საქართველოს გუნდმა პრესტიჟული ტურნირი ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი