608
26 იანვარი 2022, 22:11
საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში გამართულ მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 დაამარცხა.
მანამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 3:2 სძლია და ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს 3 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები სწორედ ესპანელების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |