პეკინი-2022-ის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი დიდმა ბრიტანეთმაც გამოუცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
486 09 დეკემბერი 2021, 00:10
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებს პეკინში მინისტრთა კაბინეტიდან არავინ დაესწრება.

უფრო ადრე ამ ბოიკოტის შესახებ ავსტრალიამ და კანადამაც განაცხადა.

დიპლომატიური ბოიკოტის ინიციატორი აშშ-ია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში, უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს. ჩინეთმა დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება და გადამწყვეტი კონტრზომების მიღებით დაემუქრა. ჩინეთში მიიჩნევენ, რომ აშშ-მა სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაარღვია, ხოლო ბოიკოტის წამოყენება სიცრუესა და ჭორებზე იყო დაფუძნებული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი